ირაკლი კობახიძე: 200 “ნაცი” ითხოვს პროპორციულ არჩევნებს
“200 “ნაცის” შეძახილი, ბუნებრივია, ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პროპორციულ არჩევნებსაც 200 “ნაცი” ითხოვს.

“გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბაქიბუქობდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ პარლამენტში ღამის გათენება მოგვიწევდა, ვერ შედგებოდა პარლამენტის სხდომა და ხედავთ, მათ ბაქიბუქს რეალურად არანაირი ძალა არ აქვს. ბაქიბუქობდნენ, დაახლოებით 800 კაცის შეკრება უნდოდათ და რეალურად 200 კაციც ვერ შეკრიბეს. ეს არის მათი რეალური ძალა, ხალხი მათ ზურგს არ უმაგრებს, შესაბამისად, არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც რაღაც მცირე დესტრუქციით ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას. პარლამენტი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ისევე როგორც აგრძელებდა მუშაობას გასული კვირების განმავლობაში”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ პარლამენტი დღეს მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

საქართველოს პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის და ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print