იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან დადებითი რეკომენდაცია 14 ადამიანს გაუწია. ესენი არიან:

მერაბ გაბინაშვილი,

მირანდა ერემაძე,

მამუკა ვასაძე,

მაია ვაჩაძე,

თამარ ზამბახიძე,

შალვა თადუმაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე,

გიორგი მიქაუტაძე,

ნუგზარ სხირტლაძე,

ლალი ფაფიაშვილი,

ნინო ქადაგიძე,

ქეთევენ ცინცაძე,

ალექსანდრე წულაძე.

ამ კანდიდატებმა კომიტეტის წევრების მინიმუმ 6 ხმა მაინც მიიღეს. წინააღმდეგ ხმას მხოლოდ ეკა ბესელია აძლევდა. დანარჩენი ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით რეკომენდაცია არ გაეწიათ:

თამარ ალანიას,

პაატა სილაგაძეს,

გოჩა ჯეირანაშვილს,

ლაშა ქოჩიაშვილს

ზაზა თავაძემ თავად მოხსნა თავისი კანდიდატურა.

საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღება.

წყარო: ნეთგაზეთი
Print