კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გამოაგდეს [ვიდეო]
12:13 / 12.12.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაძაბული
ვითარებაა.
ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს
დარბაზი. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ეკ ბესელია კომიტეტის
თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან მივიდა და უთხრა, რომ სიტყვა მიეცა,
წინააღმდეგ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას არ ჩაატარებინებდა. მედია
მათი საუბრის გადაღებას შეეცადა.
ამ დროს ოხანაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
მოგვიანებით საქმეში დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, რატი
იონათამაშვილი, თინა ბოკუჩავა და სოფო კილაძე ჩაერივნენ, რის შემდეგაც
ჟურნალისტები დარბაზში შეუშვეს.
კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს
უნდა ეყაროს კენჭი. დეპუტატი ეკა ბესელია ითხოვდა მისცემოდა
შესაძლებლობა კომიტეტის სხდომაზე შეეფასებინა მოსამართლეობის
კანდიდატები.