პარლამენტში დადმგარი სუნის გამო ოთხი ადამიანი შეუძლოდ გახდა – კილაძე
სოფო კილაძის თქმით, პარლამენტში დამდგარი სუნის გამო ოთხი ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ შორის არიან დეპუტატები- ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, არ იცის, სხდომა როდის განახლდება.

“უნდა ვიფიქროთ, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი და არის თუ არა აქ დანაშაულის ნიშნები. ჩემი აზრით აქ დანაშაულის ნიშნები არის”,-ამბობს კილაძე.

პარლამენტის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დეპუტატების გარდა პრესცენტრის ფოტოგრაფი და აპარატის თანამშრომელი გახდა შეუძლოდ.

პარლამენტის სესიის მიმდინარეობისას უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სხდომაზე ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა. მისი თქმით, სასესიო დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა უსიამოვნო სუნის სითხე დააქციეს. ამის შემდეგ შესვენება გამოცხადდა. პარლამენტში სამედიცინო დახმარება რამდენიმე ადამიანს დასჭირდა, მათ შორის, დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print