რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მსუბუქმა ავტომობილმა, რომელიც სწრაფად მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანამდე კი ორ ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულია თავად მძღოლი, რომელიც კლინიკა „რუსთავშია“ გადაყვანილი.

წყარო: პირველი არხი
Print