სიახლე
იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 1 პირი - 1997 წელს დაბადებული ე.ხ.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

წყარო: police.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის
სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე
შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე
შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვაა.
დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს,
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი.
დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში
არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან
გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის
მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 481
ადამიანი ემსხვერპლა, 7 921 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 481 ადამიანი ემსხვერპლა, 7 921 კი დაშავდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,