სიახლე
კახეთის პოლიციამ სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 3 პირი: 1959 წელს დაბადებული ტ.ლ., 1974 წელს დაბადებული დ. ჯ. და 1992 წელს დაბადებული თ.მ.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებ, 1959 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს. თავდასხმის შედეგად თ.ბ. გარდაიცვალა.

პოლიციამ ​ორი ბრალდებული - ტ.ლ. და დ.ჯ. აჭარაში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი - თ.მ. კი სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

წყარო: police.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა
ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში
ჩამოვა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში
პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი
დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
Marneuli ərazisində 17
yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
Marneuli ərazisində 17 yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად
მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის" ფილიალში თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდახსმელებმა დაცვის თანამშრომელი დააბეს
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ხვალ
რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20
პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20 პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს –
ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც
დღეს,
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს – ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს,