საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სათაო ოფისში წლიური ანგარიშის ღონისძიება გაიმართა
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სათაო ოფისში წლიური ანგარიშის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე აზერბაიჯანის, ირანის და თურქეთის საელჩოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი, დასავლეთ საქართველოს მუფთის წარმომადგენელი ჯემალ ადაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოში საელჩოს პირველი მდივანი სერხან ისმაილოვი, თურქეთის რესპუბლიკის საქართველოში საელჩოს რელიგიის საკითხებში ატაშე აჰმედ ერდემი, ალმუსტაფას უნივერსიტეტის საქართველოში წარმომადგენელი დავუდ ზარე, მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლები ჰაჯი ქამრან მამედოვი და ეტიბარ ემინოვი. სიტყვით გამომსვლელებმა სახელმწიფოსგან მუსლიმი თემისადმი გამოჩენილი ყურადღებასა და ზრუნვაზე, სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის ურთიერთობაზე, ასევე ქვეყანაში რელიგიებსა და მიმდინარეობებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ტენდენციებზე ისაუბრეს. მათ ყურადღებისა და ხელშეწყობისათვის ქართულ სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს.

სტუმრებმა მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და მომავლშიც თანამშრომლობისათვის მზადყოფნის სურვილი გამოხატეს.

შემდეგ შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა საზოგადოებას მიმდინარე წელს მუსლიმთა სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის მოხსენებისას შეიხმა ბოლო წლებში აშენებული მეჩეთების, 34 მეჩეთში გაწეული სარემონტო საქმიანობის, ასევე საკულტო ნაგებობების საჭირო ნივთებით და ინვენტარით მომარაგების შესახებ ისაუბრა. შეიხმა ასევე აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაში 4 ვებ გვერდი და ორი ინტერნეტ ტელევიზია მოქმედებს, წლის განმავლობაში 28 სახეობის წიგნი, სხვადასხვა გაზეთები, პოსტერები და დიდი ტირაჟით ჟურნლები დაიბეჭდა.

მიმდინარე წელს მუსლიმთა სამმართველომ 70 მეჩეთის უფასო გაზით მომარაგებისათვის კომპანია “SOCAR Georgia Gas”-თან მემორანდუმი განაახლა. შეიხმა ასევე ისაუბრა მუსლიმთა სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო და სხვა ღონისძიებების შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველომ სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულების და ღონისძიებების გარდა, მიმდინარე წელს 12 კონფერენცია, 13 სემინარი, 2 ყურანის და 6 წიგნის წაკითხვის კონკურსი, აგრეთვე რამოდენიმე ტრენინგი გამართა.

შეიხმა მოხსენების დასასრულს რელიგიურ სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა მდგომარეობს მეჩეთების მშენებლობისათვის ნებართვის მიღებაში. შეიხმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუსლიმი მოქალაქეების რელიგიური მოთხოვნილებების და ღვთისმსახურების თავისუფლად შესრულების უფლების დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობის ნება უნდა გაითვალისწინონ და გასცენ საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებიც ბოლო წლებში მუსლიმთა სამმართველოსთან აქტიურად თანამშრომლობენ.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები