პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ
15:16 / 13.12.2019
პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრს მოუსმენენ.
საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა
"მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება.
ოპოზიცია პლენარულ სხდომას არც დღეს დაესწრება.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში ეს ბოლო სასესიო კვირაა. პარლამენტის
თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა, ჩაინიშნოს რიგგარეშე პლენარული
სხდომებიც.