თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”,
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ეჭვის საფუძველზე,
ერთ-ერთი მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის
დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 181870.57 ლარის ღირებულების
არადეკლარირებული ოქროს (1205.86 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურს გადაეცა.
წყარო: rs.ge