სიახლე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან, - ამის შესახებ ნათქვამია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება.

„ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება.

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკომპანია „Ukraine International Airlines”-ის (UIA) კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა
ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში
ჩამოვა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში
პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი
დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
Marneuli ərazisində 17
yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
Marneuli ərazisində 17 yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად
მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის" ფილიალში თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდახსმელებმა დაცვის თანამშრომელი დააბეს
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ხვალ
რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20
პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20 პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს –
ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც
დღეს,
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს – ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს,