სიახლე
პრეზიდენტს ჩიჩილაკისა და კალანდობისთვის კულტ. მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება სურს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გურიაში მყოფმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კალანდობა მიულოცა და ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა.

პრეზიდენტის განცხადებით, უნდა ვიფიქროთ მომავალში იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ჩიჩილაკისა და კალანდობის წარდგენაზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შალვა რადიანის სახელობის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებას “კალანდა 2020-ს” დაესწრო.

პრეზიდენტს საპროტესტო აქციით დახვდნენ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები. მათ პრეზიდენტისთვის პრასის, ლობიოსა და მჭადის გადაცემა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ამ ფორმით სიმბოლურად გააპროტესტეს პრეზიდენტის საქმიანობა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა
ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში
ჩამოვა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში
პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი
დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
Marneuli ərazisində 17
yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
Marneuli ərazisində 17 yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად
მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის" ფილიალში თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდახსმელებმა დაცვის თანამშრომელი დააბეს
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ხვალ
რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20
პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20 პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს –
ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც
დღეს,
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს – ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს,