ირანის პრეზიდენტი - თვითმფრინავის ჩამოგდება უპატიებელი შეცდომაა
ირანი დასჯის ყველა პირს, რომელიც უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომის ჩამოგდებაზეა პასუხისმგებელი, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ეს „ტრაგიკული მოვლენა“ ძირფესვიანად უნდა იყოს გამოძიებული.

„ეს იყო უპატიებელი შეცდომა. მხოლოდ ერთი პირი ვერ იქნება პასუხისმგებელი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე“,- განაცხადა როუჰანიმ.

მისივე თქმით, ირანმა უნდა დაარწმუნოს ყველა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

მედიის ცნობით, ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდეს.

„ბოინგ 737“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა ირანის დედაქალაქის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print