დღეიდან კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი იხსნება
კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეიდან იხსნება.

ამის შესახებ BM.GE-ის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

„აქამდე საბაგიეროებს ჰქონდა სატრანსპორტო ფუნქცია. 14 იანვრიდან კი, სათხილამურო გზებიც გაიხსნება. სრიალი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 16 საათამდე, შაბათ-კვირას კი - 10-დან დან 17 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - ამბობენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კურორტზე რაიმე ღონისძიება არაა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გოდერძიზე წყალმომარაგების პრობლემა არ ყოფილა.

წყარო: bm.ge
Print