სიახლე
არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.წ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.წ-მ 2018-2019 წლებში ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

სამართალდამცველებმა თ.წ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა
ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში
ჩამოვა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში
პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი
დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
Marneuli ərazisində 17
yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
Marneuli ərazisində 17 yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად
მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის" ფილიალში თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდახსმელებმა დაცვის თანამშრომელი დააბეს
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ხვალ
რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20
პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20 პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს –
ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც
დღეს,
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს – ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს,