სიახლე
სუსი საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ უკანონო კონსტრუქციების მონტაჟს ადასტურებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან, რუსი სამხედროების მიერ უკანონო კონსტრუქციების დამონტაჟების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი განმარტებით, ეს მოქმედება განიხილება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში და არის იმ უკანონო აქტივობების ნაწილი, რასაც “საოკუპაციო ძალები 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე.”

“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანის და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპოაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების, ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს”,
– განმარტავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ჩორჩანის მიმდებარედ რუსი სამხედროების მიერ ახალი კონსტრუქციების მონტაჟის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დავით ქაცარავამ გაავრცელა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა
ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში
ჩამოვა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში
პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი
დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
Marneuli ərazisində 17
yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
Marneuli ərazisində 17 yanvar tarixinə olan hava haqında məlumat:
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად
მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის
ქობულეთში „სოკარ ჯორჯია გაზის" ფილიალში თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდახსმელებმა დაცვის თანამშრომელი დააბეს
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.
თბილისში, ვაშლიჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ხვალ
რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20
პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20 პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს.
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს –
ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც
დღეს,
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს – ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს,