ვაკანსია ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრში
მარნეულის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, ყიზილაჯლოს ადრეული ჩარევის ცენტრში აქვს ვაკანსია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ.

აღნიშნული ინფორმაცია მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრის ფეისბუკ ჯგუფში ვრცელდება.  სამუშაოდ სასურველია ქართული და აზერბაიჯანული ენების ცოდნა, ასევე დამატებით პედაგოგად მუშაობის გამოცდილება, ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნა, შესაძლებელია იყოს სპეციალობით ფსიქოლოგი, მათ შორის სტუდენტიც და სხვა. შერჩეული თანამშრომელი გაივლის გადამზადებას. გრაფიკი მოქნილი, ანაზღაურება 480 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 577 96 24 26 -  ელნარა ამირასლანოვა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები