სიახლე
საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას”, – წერს საელჩო ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნანი 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავდა. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ბოლო დრომდე აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი იყო. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.

დეგნანს მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა გენერალური პროკურორის
თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა.
82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა.
20/30-იანელების სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების
თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს რუსთაველის თეატრის წინ
20/30-იანელების სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს რუსთაველის თეატრის წინ
14-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“,
,,ნინოწმინდა“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს
ნაწარმის
14-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“, ,,ნინოწმინდა“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის
15-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა”, ,,სარფი“
და ,,წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრების
15-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა”, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების
10-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,
10-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,
პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან,
„ევროპული საქართველოს
პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, „ევროპული საქართველოს" და „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ, 17 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტ
სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლი მოკლა და შემდეგ მისი ავტომანქანა
დაწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ, 17 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლი მოკლა და შემდეგ მისი ავტომანქანა დაწვა.
საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების
მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.