აზერბაიჯანის დელეგაცია შემოსავლების სამსახურს ესტუმრა
20 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდს“ ესტუმრნენ და ევროპული სტანდარტების უნიკალური აპარატურით აღჭურვილი ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის სასაზღვრო პუნქტი დაათვალიერეს.

სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბერანძემ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კობეშავიძემ სტუმრებს საბაჟო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა და განხორციელებული რეფორმები გააცნეს, ხოლო სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსმა ზურაბ კიკალიამ დელეგაციის წევრებს სასაზღვრო კონტროლის პროცედურების შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა.

წყარო: rs.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები