ჩინეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
ჩინეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება საელჩომ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით მოგმართავთ თხოვნით თავი შეიკავოთ ქ. უჰანში გამგზავრებისაგან, რომელიც წარმოადგენს ინფექციის კერას. ვინაიდან ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“, ასევე მოგიწოდებთ გამოიყენოთ პირბადე და თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი კორონავირუსის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულია ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი. ვირუსი დააფიქსირეს სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და აშშ-შიც.

წყარო: bm.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები