2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი აღარ დაიბეჭდება
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი აღარ დაიბეჭდება და აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ელექტრონულად იქნება. ამის შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

სოფიო გორგოძის ინფორმაციით, დაბეჭდილი ცნობარი გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა.

“დიდი პრობლემა იყო ის, რომ მანამ, სანამ რეგისტრაცია დამთავრდებოდა, ზოგიერთ უნივერსიტეტს და პროგრამას სტატუსი ეცვლებოდა. ავტორიზაცია-აკრედიტაციაზე ვსაუბრობ. ცნობარში კი ეწერა, რომ აქვს აკრედიტაცია, ან არ აქვს და ერთი თვის შემდეგ, მიიღებდა აკრედიტაციას ან დაკარგავდა,შესაბამისად აბიტურიენტები იბნეოდნენ.

ახლა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ცვლილებები ონლაინრეჟიმში ავსახოთ. თუ აბიტურიენტი შევიდა ცვლილების გასაკეთებლად იმ დროს, როცა ცვლილება შევიდა ცნობარში, ეს იქვე ეწერება”, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

რაც შეეხება ცნობარის გამოქვეყნების ვადებს და რეგისტრაციას, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცნობარი თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება, ხოლო რეგისტრაცია მარტის პირველ კვირაში დაიწყება.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები