ლიფტში ახალშობილი ნახეს
თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს. ჩვილი ადგილობრივებმა წერილთან ერთად ნახეს, თუმცა წერილის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ახალშობილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჟვანიას კლინკაში უკვე გადაიყვანა.

ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

წყარო: inforustavi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები