მაშველები ცხენისწყალში ორ მამაკაცს ეძებენ, რომლებიც მდინარეში ავტოავარიის შედეგად გადავარდნენ
ცაგერში, სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარე ცხენისწყლის არხში ჩავარდნილებს ეძენენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია მხოლოდ ერთი მამაკაცის გვამი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ცხენისწყლის არხში გუშინ ღამით ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში სამი მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი დინებამ გაიტაცა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები