რომელი ფერის ავტომობილებია ყველაზე პოპულარული საქართველოში? - სტატისტიკა
12:22 / 24.01.2020
2019
წელს საქართველოში, ჯამში, 87 558 სატრანსპორტო საშუალება
დარეგისტრირდა. მათგან ყველაზე მეტი თეთრი და რუხი ფერის
ავტომობილებია.
ამის
შესახებ ინფორმაცია bm.ge-იმ შსს-ის მომსახურების სააგენტოდან
გამოითხოვა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს 25 099 - თეთრი ფერის,
ხოლო 25 426 რუხი ფერის მანქანა დარეგისტრირდა. რაოდენობის მიხედვით,
მესამე ადგილზე შავი ფერია 15 468 ავტომობილით, შემდეგ კი ლურჯი -
8197 ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
რაც შეეხება სხვა ფერებს, გასულ წელს დარეგისტრირდა წითელი ფერის 6116
ავტომობილი, მწვანე ფერის - 2 377, ყვითელი - 1997, ყავისფერი - 1595,
ნარინჯისფერი - 1073, იისფერი 210 ავტომობილი.
2018 წელსაც პოპულარობის მხრივ, ფერების რეიტინგი თითქმის იგივე იყო.
კერძოდ, 2018 წელს სულ 79 947 ავტოსატრანსპორტო საშუალება
დარეგისტრირდა. მათგან:
რუხი - 23 514
თეთრი - 22 898
შავი - 14 312
ლურჯი - 7682
წითელი - 5527
მწვანე - 1743
ყავისფერი - 1614
ყვითელი - 1537
ნარინჯისფერი - 912
იისფერი - 207.
წყარო: bm.ge