საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
დიდი
ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში გაასაღა ყალბი
50-დოლარიანი კუპიურები. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი
კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო
სამსახურში.