კასუმლოს ახალგაზრდულ ცენტრს კომპიუტერი, პრინტერი და პროექტორი სჭირდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოში ახალგაზრდული ცენტრი 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრში უკვე ათზე მეტი აქტივობაა განხორციელებული, რომელშიც 14-დან 60 წლამდე 300-ზე მეტ ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული.

ცენტრის ძირითადი მიზანი სოფელ კასუმლოს, ბაითალოს, ბეითარაბჩის და ულაშლოს მოსახლეობაში არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„ცენტრის ყველაზე აქტიური აქტივისტებისგან შედგენილია ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფი მუშაობს განათლების მიმართულებით, ხოლო მეორე სპორტის. განათლების ჯგუფის წევრები, გარდა განათლების მიღების აუცილებლობისა, ასევე მუშაობენ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის.“ - წერია კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

ცენტრში ამ დრომდე არაა კომპიუტერი, პროექტორი და პრინტერი. როგორც ცენტრის ფეისბუქ გვერდზე წერია, მათთვის ზემოაღნიშნული აპარატურა ძალინ მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა ბენეფიციარებისათვის მოამზადონ ბეჭდური მასალები, ჩაატარონ კინოჩვენებები და სემინარები ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

აღჭურვილობის შესაძენად ცენტრს 2 500 ლარი სჭირდება.

პრონტერი - 800 ლარი
კომპიუტერი -1200 ლარი
პროექტორი - 500 ლარი

კასუმლოს ახალგაზრდული ცენტრის დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშზეა შესაძლებელი: GE23TB7156945061200003

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები