ქვიშხეთთან ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა
შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, ქვიშხეთთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი
დაიღუპა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. შსს-ს ცნობითვე, მანქანაში
სულ ხუთი ადამიანი იყო და ერთი საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის
დარღვევას გულისხმობს.