სამართალდამცველებმა ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან.



როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დღეს დააკავა. ის ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

Print