ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა, რომლებიც ბათუმის პორტში 20 მილიონიანი ინვესტიიიც განხორციელებას გეგმავენ - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Trammo ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას, ბათუმის პორტის გავლით, ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. ​Forbes-ის მონაცემებით, Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.

პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

წყარო: ajaratv.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები