საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ
იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს
და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა, რომლებიც ბათუმის პორტში 20
მილიონიანი ინვესტიიიც განხორციელებას გეგმავენ - ინფორმაციას პირველი
არხი ავრცელებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Trammo ბათუმის პორტში ახალ
ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას, ბათუმის
პორტის გავლით, ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. Forbes-ის
მონაცემებით, Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე
ადგილს იკავებს.
პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო
გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების
დაცვის სტანდარტების და საქართველოში განხორციელებული რეფორმების
შესახებ ესაუბრა.
წყარო: ajaratv.ge