საქართველოში 1 038 730 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული
საქართველოში 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „აქტიური“ სტატუსით 1 038 730 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება წინა წელს, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური სტატუსით 1 027 074 იყო რეგისტრირებული, რაც 11 656 ავტომობილით ნაკლებია 2020 წლის მონაცემთან შედარებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/-2,5%-ია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები