პედოფილიის ბრალდებით მამაკაცს 8 წელი მიუსაჯეს
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ორ 6 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 33 წლის მამაკაცს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მამაკაცმა არასრულწლოვნები სხვადასხვა ტერიტორიაზე გააშიშვლა.

ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დის შვილია, მეორე კი მისი მეზობელი.

პოლიციას დანაშულის შესახებს თვითმხილველმა აცნობა.

ფსიქოლოგების და სოცმუშაკების თანდასწრებით დაიკითხნენ დაზარალებულად ცნობილი 6 წლის ბავშვებიც. მათი თქმით, 33 წლის მამაკაცი მათ ეუბნებოდა, რომ საიდუმლოს შესახებ არავისთან ეთქვათ და ბიძიასთან ერთად ხშირად თამაშობდნენ დამალობანას.

ბრალდებულმა დუმილის უფლება არჩია. მამაკაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 2006 წელსაც იყო ნასამართლევი.

წყარო: inforustavi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები