საქართველოში დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
საქართველოში დღეიდან ჰაერის ტემპერატურა
მოიმატებს.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ
რაიონებში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12,
+17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე
მოიმატებს.
„თბილისში 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში.