მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს
14-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“, ,,ნინოწმინდა“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 13,280 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი (1600 ღერი) აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

წყარო: rs.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები