მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და აქედან კორონავირუსზე დადებითი მხოლოდ ერთი იყო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ, მათ საავადმყოფოში მყოფ 21 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და აქედან დადებითი მხოლოდ 1 იყო.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ 9 პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„გუშინ 21 პაციენტთან ჩატარდა კორონავირუსზე ტესტირება და მარტო ერთ ქალბატონთან მივიღეთ დადებითი პასუხი. 20 შემთხვევაში პასუხი იყო უარყოფითი. დღეს დილიდან აღებულია 9 პაციენტის ანალიზი და მათზე ტესტირება ჩატარდება დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში შემომატებულ პაციენტების ტესტირება უკვე დღის მეორე ნახევარში ჩატარდება, რომელზე პასუხსაც უკვე ხვალ დილას მოგახსენებთ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. აქედან 1 გამოჯანმრთელებულია.

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები