21 მარტიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება
21 მარტიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა:

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის კოორდინაციაში საქართველოს მთავრობასთან. ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან მოემგზავრებიან, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში” – ამბობს ჩიქოვანი.

მანამდე, საქართველომ 18 მარტიდან 2 კვირით ჩაკეტა საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუმცა პრემიერ-მინისტრის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ, ექნებათ საშუალება, საქართველოს ავიახაზების დახმარებით დაბრუნდნენ. მისი განცხადების თანახმადვე, იგივე შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს.

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები