404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხელისუფლებას თავდაცვის მინისტრად ვაგარშაკ ჰარუთიანიანის დანიშვნა სურს, რომელიც ახლა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველის პოსტს იკავებს.

"ჩვენი ინფორმაციით, ტონოიანს ამ თანამდებობაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვაგარშაკ ჰარუთიანიანი შეცვლის, რომელიც 1999-2000 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო", - ნათქვამია სომხური მედიაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სომხეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. სომხეთის საგარეო საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელებმა - ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და ფელიქს წოლაკიანმა თანამდებობა უკვე დატოვეს.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის შემადგენლობის 80%-ის შეცვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია