404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ილჰამ ალიევი: მათთვის ერთადერთი გზა აზერბაიჯანის ხალხთან გვერდიგვერდ ცხოვრებაა
ჩვენ ამ რეგიონში ვცხოვრობთ და გვინდა თუ არა ეს, ეს მეზობლობა გაგრძელდება. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, დაინტერესებული ვარ ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მტრობის დასრულებით და ნორმალური, საქმიანი ურთიერთობების დამყარებით. ყოველ შემთხვევაშ, ჩვენ ეს გვინდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

"ომის პერიოდში მე ვამბობდი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ გვაქვს პრობლემები სომეხ ხალხთან. ჩვენ არ ჩავატარეთ ეთნიკური წმენდა სომეხი ხალხის წინააღმდეგ, როგორც მათ ჩვენს წინააღმდეგ გააკეთეს. ჩვენ არ გაგვინადგურებია მათ ისტორიულ ძეგლები, ვიცავთ მათ და როგორ თქვენ იცით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვანგრევდით მათი ქალაქებს, თუმცა ამის გაკეთება შეგვეძლო. დიდი პრობლემა არ იქნებოდა შუშის აღების შემდეგ ხანქენდის დანგრევა. ჩვენ მისი განადგურება ერთ დღეში შეგვეძლო. გავაკეთეთ ეს? არა. რა უქნეს მათ ჩვენს ქალაქებს? ამიტომ, სომეხ ხალხთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანის ერთიან სახელმწიფოში მცხოვრებ ყველა ხალხს თანაბარი უფლებები აქვს, მათ შორის სომეხ ხალხს. აზერბაიჯანში ათასობით სომეხი ცხოვრობს. ჩვენს ქვეყანაში ვინმე მათ რამეს ეუბნება? არა. ისინი ნორმალურად ცხოვრობენ, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე და მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებიც მიხვდებიან, რომ მათთვის ერთადერთი გზა აზერბაიჯანელ ხალხთან გვერდიგვერდ ცხოვრება, კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრება და ყველა ამ ბინძური საქმისგან თავის შეკავებაა”,
- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია