404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაკეთდება თუ არა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდკლინიკად
„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკამ საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის სამკურნალოდ 125 საწოლ-ფონდი გამოყო. აღნიშნული საწოლ-ფონდები კლინიკის ორ ფილიალში სამტრედიისა და საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებში გამოიყო სადაც მკურნალობას 125 კოვიდპაციენტი გადის.

რადიო „მარნეულს“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ ქსელის მასშტაბით მიმდინარეობს სამუშაოები, რათა რეგიონებში დამატებითი საწოლ-ფონდები გამოიძებნოს.

მარნეულის და ბოლნისის წითელ ზონად გამოცხადების და ჩაკეტვის პერიოდში მარნეულის „ჯეო ჰისპიტალსის“ კლინიკას ცხელების ცენტრის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. რეგიონში ინფიცირებულები ამ კლინიკაში იყვნენ მოთავსებულები რის შემდეგაც ისინი კორონავირუსის სამკურნალო სპეციალიზებულ კლინიკებში გადაყავდათ.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, მიუხედავად მარნეულში კოვიდინფიცირებულებთან მუშაობის გამოცდილებისა გადაკეთდება თუ არა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდკლინიკად ეტაპების საკითხია კორონავისურის გავრცელების მასშტაბებზეა დამოკიდებული.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია