მაკრონმა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარა - VIDEO
გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღიარებს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.

ვიდეოჩანაწერს საფრანგეთში აზერბაიჯანის მეგობართა ასოციაციის გენერალური მდივანი მირვარი ფატალიევა ავრცელებს.

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული 7 რეგიონი აზერბაიჯანს ეკუთვნის.

"საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი და მისი მომიჯნავე 7 რეგიონი გაერო-ს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული",
- აცხადებს მაკრონი.




წყარო: Report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები