გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
აღიარებს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.
ვიდეოჩანაწერს საფრანგეთში აზერბაიჯანის მეგობართა ასოციაციის
გენერალური მდივანი მირვარი ფატალიევა ავრცელებს.
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული 7 რეგიონი
აზერბაიჯანს ეკუთვნის.
"საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი და მისი მომიჯნავე
7 რეგიონი გაერო-ს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის
აღიარებული", - აცხადებს მაკრონი.