საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც
მითითებულია, რომ საქართველოს თასის ფინალში მონაწილე გუნდებიდან,
ერთ-ერთის წევრთა უმრავლესობას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის
გამო, შეხვედრა გადაიდო.
„დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის
სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა
გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის
კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული
მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.
მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის
სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის
საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის
წარმომადგენლები – წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“
დაუპირისპირდებიან“, – წერია ფედერაციის ოფიციალურ
განცხადებაში.