დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს აირჩევს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენის გამარჯვებას ოფიციალურად აღიარებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დატოვებს თუ არა ის თეთრ სახლს, თუკი საარჩევნო კოლეგია დემოკრატ ბაიდენს აირჩევს, ტრამპმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა დავტოვებ და თქვენ ეს იცით.“

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის ძნელი იქნება დათმობა, რადგან "ჩვენ ვიცით, რომ მასიური გაყალბება მოხდა".

”ეს იყო უმაღლეს დონეზე გაყალბებული არჩევნები,”
- განაცხადა ტრამპმა.

ცნობისათვის, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა, დონალდ ტრამპმა კი - 232. კოლეგიის წევრები 14 დეკემბერს შეიკრიბებიან. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებისთვის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები