სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიან
ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ
პუტინთან ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ორჯერ ისაუბრა.
”ბოლო 1 საათში ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ორჯერ
ვესაუბრე. საუბარი შეეხო ლაჩინის დერეფნის დასახლებებს, უგზო-უკვლოდ
დაკარგულ პირებს, სამძებრო სამუშაოებს, გარდაცვლილთა ცხედრებისა და
ტყვეების გაცვლის პროცესს, სამშვიდობოების განლაგებასა და
დემარკაციას, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას
რეგიონში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, მსგავსი დისკუსიები რეგულარულად, ზოგჯერ დღეში
რამდენჯერმე იმართება.