ნიკოლ ფაშინიანი - ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ერთ საათში ორჯერ ვესაუბრე
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ორჯერ ისაუბრა.

”ბოლო 1 საათში ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ორჯერ ვესაუბრე. საუბარი შეეხო ლაჩინის დერეფნის დასახლებებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს, სამძებრო სამუშაოებს, გარდაცვლილთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის პროცესს, სამშვიდობოების განლაგებასა და დემარკაციას, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას რეგიონში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი დისკუსიები რეგულარულად, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე იმართება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print