მარნეულში ახალი წლის განათებებზე ფული არ დაიხარჯება
რამდენიმე დღეა, რაც მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე საახალწო განათების დამონტაჟება დაიწყო. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, ქალაქი გასული წლის რესურსით მოირთვება და ახალ აღჭურვილობას არ შეიძენენ.

ადგილობრივ თვითმმართველობას 2020 წლის შემობრძანება 300 000 ლარამდე დაუჯდა.

გასულ წელს მათ საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟის) შესყიდვისათვის 247 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადეს, ხოლო საახალწლო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 49 150 ლარი.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მერიას წელს არ მოუწევს ტენდერის გამოცხადება საახალწლო ღონისძიებების მომსახურების შესყივისთვის.
ძირითადი ადგილები, სადაც გასულ წელს საახალწლო ილუმინაციები დამონტაჟდა

  • ფანტანის და ფანტანის გარშემო სივრცე
  • მაღალაშვილის ხიდი
  • რუსთაველის გამზირი
  • მერიის შენობა და მიმდებარე ტერიტორია
  • კულტურის ცენტრი და სკვერი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები