173 მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 3 000 მეხანძრე-მაშველიდან 173 -ს კოვიდ-19 აქვს დადასტურებული, ინფიცირებულთან კონტაქტები კი თვითიზოლაციაში გადადიან და 72 საათში PCR ტესტი უტარდებათ.

კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს და განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან.

“მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების. ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები