მარნეულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს პროდუქტებს არ დაურიგებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები არ დაურიგდებათ. ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარაოვი ამბობს, რომ პროდუქტების შესყიდვაზე გამოცხადებული ყველა ტენდერი დაიხურა და სასურსათო კალათების დარიგება არ იგეგმება. პანდემიის პერიოდში გაერთიანებამ აღსაზრდელებს პროდუქტები მხოლოდ ერთხელ, 29 აპრილს დაურიგა. მაშინ 2 145 აღსაზრდელისთვის 130 000 ლარი გამოიყო და შემდეგი სახის სურსათი გადასცეს:

ორცხობილა - 500 გრამი
ბრინჯი - 500 გრამი
მაკარონი - 1 კგ
შაქარი - 1კგ
ზეთი - 1 ლიტრი
კარაქი - 400 გრამი
შესქელებული რძე - 3 ქილა
კარტოფილი - 5 კგ
სტაფილო - 1 კგ
ხახვი - 500 გრამი
ხილის წვენი - 4 ლიტრი
კვერცხი - 10 ცალი


მარნეულის მუნიციპალიეტეტში 14 საბავშო ბაღი და დაახლოებით ამავე რადენობის სკოლამდელი მზაობის ცენტრია. ყველა მათგანში, სააღმზრდელო პროცესი ამ ეტაპზე, კორონავირუსის გამოა შეჩერებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები