მარნეულის საკრებულოს აპარატში თანამშრომლებს შეამცირებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეორგანიზაცა დაიწყო, რომლის საფუძელზეც 8 თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს. ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 30 დეკემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დატოვებს საკრებულოს.

„დღეის მდგომარეობით საკრებულოში 29 შტატი და ხუთი მეორადი სტრუქტურული ერთეულია (განყოფილებები). ამ შემთხვევაში ხდება ორი სტრუქტურული ერთეულის გაუქმება. ბევრი თანამშრომელია დასაქმებული და ნაწილი გადაადგილდება სხვადასხვა განყოფილებაში. სულ განთავისუფლებული იქნება რვა თანამშრომელი. პლიუს ერთი ვაკანსია გვქნოდა და ისიც უქმდება. გამოდის, რომ 9 შტატი თავისუფლდება, რომლებიც მოყვნენ შემცირებაში“

ბერიძის თქმით, რეორგანიზაცია სამ ეტაპად ხორციელდება. ახლა ბოლო ეტაპია დარჩენილი, რომელიც განთავისუფების თაობაზე თანამშრომლების ერთი თვით ადრე გაფრთხილებას გულისხმობს. შემცირებაში მოყოლილ თანამშრომლებს კი დასაქმებაშ საჯარო სამსახურის ბიურო დაეხმარება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს მუნიციპალიტეტებში, საჯარო სამსახურებში, შესაბამისი ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძებნას და შემდეგ შეთავაზებას. თუ საჯარო მოხელე არ დათანხმდება ამ შეთავაზებას, ის გადადის რეზერვში და კომპენსაცია აუნაზღაურდება ჩვეულებრივად“

საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მიმდინარე წელი შეაჯამა და მადლობის სიგელები გადასცა სპორტსმენებს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღისწესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხელეს. ყველა მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

ვრცლად:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები