404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრლადებით ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. სუს-ის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს", — აცხადებენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით მიმდინარეობს, რომელსაც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია